ამ წუთებში რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან.
როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი დროულად უნდა გადაიყვანონ, რადგან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები განაგშის ზარს სცემენ.
"ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს დროულად, კრიტიკულ მდგომარეობას აღარ უნდა დაელოდოს და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში, ამას ითხოვს უბრალოდ ელემენტარული ადამიანურობა. აქ არ არის დრო რაღაც პოლიტიკური ბოღმის ნთხევის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხანის მანძილზე აკეთებდა. ჩვენ მოვისმინეთ პროფესიონალის განცხადება რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სააკასვილი სამოქალაქო კლინიკაში. პენიტენციური სამსახურის ექიმები თუ ალტერნატიული კონსილიუმის წევრები ვინც კი სამედიცინო სფეროშია ყველა განაგშის ზარს სცემს, ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია ეს არის ფაქტი. ხელისფუფლებამ ეს ყურად უნდა იღოს არცერთ ადამიანთან დაკავშირებით სიცოცხლეთან თამაში არ შეიძლება", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press